ქშწკგს პროსოპოგრაფია

ბაზის შესახებ

პროექტის შესახებ

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების პროსოპოგრაფიული ბაზა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტში 2014 წლიდან იქმნება. საზოგადოების წევრთა შესახებ სხვადასხვა წყაროში (საარქივო დოკუმენტები, საზოგადოების სხდომის ოქმები, პრესა და ა.შ.) დაცული მონაცემები ბაზაში სტრუქტურირებულია ციფრული ჰუმანიტარიის უახლესი სტანდარტების მიხედვით. ბაზის სტრუქტურა დაგეგმილია ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტის ციფრული ჰუმანიტარიის სახელოსნოს მკვლევართა ჯგუფის მიერ თამარ კალხიტაშვილის ხელმძღვანელობით. ამ ტიპის მონაცემთა ბაზის შექმნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია სოციალური კლასტერების ანალიზისა და ისტორიული სოციალური ჯგუფების აქამდე უხილავი კავშირების დასანახად.

სამუშაო ჯგუფი

საერთო ხელმძღვანელი

  • ნინო დობორჯგინიძე

კვლევითი ჯგუფი

  • რატი გუმაშვილი
  • თამთა თხელიძე
  • თამარ კალხიტაშვილი

რედაქტორები

  • მაია დამენია
  • რუსუდან დარჩიაშვილი

ვებდეველოპერები

  • ანი ასათიანი
  • თაზო მინდიაშვილი
  • უჩა ღვინიაშვილი

ავტორები

  • ანა გელაშვილი
  • ნათია გელაშვილი
  • ნინო დათაშვილი
  • ნინო ლაკვეხელიანი
  • ხათუნა ომანიშვილი
  • ანდრო საყვარელიძე
  • თამარ სულავა
  • ნუცა ქურდაძე
  • მარიამ ღურწკაია
  • რუსუდან ჩხენკელი

ციტირება

პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზაში არსებულ პირებსა და ფაქტოიდებს გააჩნიათ უნიკალური იდენტიფიკატორი. ამ ტიპის გვერდების დამოწმებისას ეს მონაცემები, ბაზაზე წვდომის თარიღთან ერთად, უნდა აისახოს ციტირების სტრუქტურაში. მონაცემთა ბაზის სამომხმარებლო მხარეს, თითოეული წყაროს, პირის, ადგილისისა და ფაქტოიდის სახელწოდების ველის გასწვრივ იხილავთ ჩამოსაშლელ მენიუს, რომელიც საშუალებას იძლევა (მათ შორის) დავაკოპიროთ დამოწმების ავტომატურ რეჟიმში გენერირებული ფორმა.

პირებს, რომლებიც დაინტერესბულნი არიან საქართველოს პირველი რესპუბლიკის პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზაში ასახული ჩანაწერების გამოყენებით, ამ რესურსის ციტირებისას, ვთხოვთ, გამოიყენონ ქვემოთ მოცემული სტანდარტი.

ზოგადი ციტირება

საქართველოს პირველი რესპუბლიკის პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2018), http://prosopography.iliauni.edu.ge. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. წვდომის თარიღი: __/__/____ (მიმდინარე თარიღი)

შემოკლებული ფორმა

საქართველოს პროსოპოგრაფია, http://prosopography.iliauni.edu.ge. ისუ, ლინგვისტურ კვლევათა ინსტ. წ/თ: __/__/____ (მიმდინარე თარიღი)

წყაროების, პირების, ფაქტოიდებისა და ადგილების ციტირება

საქართველოს პირველი რესპუბლიკის პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2018). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 438 (ან ადგილი 438, ან ფატოიდი 438, ან წყარო 438) [http://prosopography.iliauni.edu.ge/persons/article/438]; წვდომის თარიღი: __/__/____ (მიმდინარე თარიღი)

ან შემოკლებით:

საქართველოს პროსოპოგრაფია. ისუ, ლინგვისტურ კვლევათა ინსტ. პირი 438 [http://prosopography.iliauni.edu.ge/persons/article/438]; წ/თ: __/__/_____ (მიმდინარე თარიღი)

სხვა გვერდების ციტირება

სხვა გვერდის ციტირებისას აუცილებელია მიეთითოს მისი სათაური. მაგალითად:

„საქართველოს დამოუკიდებლობის ციფრული დეკლარაცია“. საქართველოს პირველი რესპუბლიკის პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. [http://prosopography.iliauni.edu.ge/visualisation]; წვდომის თარიღი: __/__/____ (მიმდინარე თარიღი)

ქუქი-ფაილები

გაცნობებთ, რომ prosopography.iliauni.edu.ge -ზე ინტეგრირებულია Google Inc.-ის (Google) მიერ უზრუნველყოფილი ვებ ანალიზის სერვისი - Google Analytics, რომელიც იყენებს ქუქი-ფაილებს იმის გასაანალიზებლად, თუ როგორ გამოიყენება ვებსაიტი (ჩვენს სისტემაში თქვენი გამოცდილების შემდგომი გაუმჯობესების მიზნით). თუ განაგრძობთ ამ ვებგვერდის გამოყენებას, ამით თანხმობას განაცხადებთ ქუქი-ფაილების ჩაწერაზე თქვენს მოწყობილობაში.