„ერთობა “ იუწყება, რომ აზერბაიჯანის საგარეო და ფინანსთა კომისარი ჰუსეინოვი და საქართველოს წარმომადგენელი აზერბაიჯანში, ალშიბაია მთავრობის თავმჯდომარე ნ. ჟორდანიას ესაუბრნენ სატრანზიტო-სავაჭრო ხელშეკრულების შესახებ, რომელიც აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის უნდა დაიდოს. 25 სექტემბერს ისინი ხელშეკრულებაზე ხელის მოსაწერად ბაქოში გაემგზავრნენ.

წყარო: ერთობა, 1920 | 28 სექტემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 10005 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/10005]; წვდომის თარიღი: 2019-11-19