„ერთობა“ იუწყება, რომ 1920 წლის 15 სექტემბერს მთავრობის თავმჯდომარე ნ. ჟორდანია პროვინციაში მოგზაურობას აპირებს, რათა პირადად გაეცნოს, როგორ მუშაობენ მართვა-გამგეობის ორგანოები, როგორ ტარდება მთავრობის რეფორმები, მოისმენს ხალხის მოთხოვნებს. პირველი მარშრუტი დაახლოებით ასეთია: თბილისი, სართიჭალა, სიღნაღი, გურჯაანი, წინანდალი, თელავ-ყვარელი. შემდეგი მოგზაურობა განზრახულია დუშეთისა და გორის მაზრებში.

წყარო: ერთობა, 1920 | 2 სექტემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 10078 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/10078]; წვდომის თარიღი: 2019-11-19