ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 10137

ფაქტი 10137

1928 წლის 27 ოქტომბერს მთავრობის დადგენილების აღსრულება დაევალა რაფიელ ივანიცკი-ინგილოს. იგი ევ. გეგეჭკორს სწერს, რომ შესაძლოა იტალიის მთავრობის წარმომადგენელმა მასთან შეხვედრა მოისურვოს, ამ შემთხვევისთვის კი ურიგო არ იქნებოდა შესაფერისი მანდატი ჰქონოდა, როგორც საქართველოს მთავრობის რწმუნებულს. რაფიელ ივანიცკი გეგეჭკორს სთხოვს, რომ ამის თაობაზე საკითხი აღძრას მთავრობაში.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 10137; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .