ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 10291

ფაქტი 10291

1920 წლის 11 ივლისის გაზეთ „ერთობაში“ დაბეჭდილ გენ. შტაბის ცნობაში, რომელსაც ბათუმისა და ბათუმის ოლქის განსაკუთრებული კომისრი ბენიამინ ჩხიკვიშვილი აწერდა ხელს, ნათქვამი იყო, რომ 1920 წლის 7 ივლისს ჯარებს ზეიმით შეხვდნენ ბათუმისა და ყველა ადგილობრივთა წარმომადგენლები. გაიმართა ინგლის-საფრანგეთის და ქართული ჯარების გაერთიანებული აღლუმი. 6 ივლისს დაიკავეს სოფ. ქედა და შეცვალეს ინგლისელები. ბათუმში და ოლქში სამხედრო წესები გამოცხადდა. ბენია ჩხიკვიშვილი ბათუმის ოლქის განსაკუთრებულ კომისრად დაინიშნა.

წელი:
1920
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ავტორობა
წყარო:
ერთობა, 1920 | 11 ივლისი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 10291; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .