1918 წლის 6 მარტს ნოე რამიშვილმა ევგ. გეგეჭკორს ბათუმიდან შეატყობინა, რომ ხელში ჩაიგდეს სამხედრო ფლოტი. მათი მხრიდან მოკლულია პრაპორშჩიკი ცაგარეიშვილი, დაჭრილია 9 მეზღვაური და დატყვევებულია – 300; ფლოტის უფროსად დაინიშნება უფრ. ლეიტენანტი ჭავჭანიძე, რომელმაც ოპერაციას შესანიშნავად უხელმძღვანელა.

წყარო: ერთობა, 1918 | 7 მარტი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 10667 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/10667]; წვდომის თარიღი: 2019-11-18