ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 10733

ფაქტი 10733

1919 წლის 3 მარტს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორმა ნიკოლოზ მირზიშვილმა საქართველოს უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგეს მისწერა, რომ ილია გრიგოლის ძე ამაღლობელი ქუთაისის გიმნაზიის მოსამზადებელ კლასებში 14 წელი მუშაობდა მასწავლებლად. ამ პერიოდის განმავლობაში მან დაამტკიცა გამოცდილება, სიბეჯითე და საქმის ცოდნა. ამაღლობელს შინაური მასწავლებლის წოდებაც ჰქონდა. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ნიკოლოზ მირზიშვილი და საქმისმწარმოებელი კალისტრატე ჭიჭინაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 10733; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .