ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 10738

ფაქტი 10738

1919 წლის 8 ნოემბერს გრიგოლ იასონის ძე ამაღლობელი ქუთაისის რეალური სასწავლებლის დირექტორს სწერს, რომ მარტის შუა რიცხვებში საპატიო მიზეზით თბილისის ქალთა მე-3 გიმნაზიაში მასწავლებლად მუშაობა შეწყვიტა. მან ორი თვის შემდეგ მიიღო თავისუფლება ანაზღაურების შენარჩუნებით. ამ მიზეზით სამინისტრომ მისი შტატის მასწავლებლად დამტკიცება ვერ მოასწრო. 1919 წელსაც გიმნაზიაში შტატის გარეშე მასწავლებლად დაინიშნა. ის დირექტორს სთხოვდა სამინისტროსთან შუამდგომლობას, რომ პირველი სექტემბრიდანვე შტატის მასწავლებლად დაემტკიცებინათ, როგორც უმაღლესი განათლების მქონე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 10738; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .