1918 წლის 20 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრება გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით. კრებამ განიხილა საზოგადოების მდივან ვარლამ ბურჯანაძის მოხსენება სკოლების მდგომარეობის შესახებ. საზოგადოების სკოლების პერიოდული დათვალიერება დაევალათ სიღნაღის მაზრაში (ნუკრიანში, შრომა) – ნიკოლოზ ყაზბეგს, თელავში – გრიგოლ ბურჭულაძეს, ზუგდიდსა და მოდინახეში – ვლადიმერ გაგუას, ბათუმში – ილია ფერაძეს, სოხუმში – პეტრე ჭარაიას, ატენსა და ვარიანში – კირილე არველაძეს.

წყარო: ერთობა, 1918 | 24 მარტი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 10781 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/10781]; წვდომის თარიღი: 2019-08-24