ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 10843

ფაქტი 10843

1920 წლის 4 ივლისს სახალხო განათლების მინისტრის მოადგილის წინადადებით შექმნილმა კომისიამ დაათვალიერა ამიერკავკასიის კერძო უნივერსიტეტი და მინდობილი საქმე დაასრულა. კომისიის წევრები იყვნენ: სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ივანე ჯავახიშვილი, ჯანმრთელობის დეპარტამენტის დირექტორი, ექიმი სიმონ ჯაფარიძე, განათლების სამინისტროს წარმომადგენელი, კანცელარიის დირექტორი ვუკოლ ბერიძე, ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი, კანცელარიის დირექტორი დ. ჩხეიძე და ექსპერტი, სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ალექსანდრე ალადაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 10843; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .