1919 წლის ნოემბერში ზანგეზურის საკითხთან დაკავშირებით სომხეთისა და აზერბაიჯანის მთავრობების თავმჯდომარეები ალექსანდრე ხატისოვი და ნასიბ-ბეკ უსუბეკოვი სასტუმრო „ორიენტში“ შეხვდნენ. შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი ესწრებოდა.

წყარო: საქართველოს რესპუბლიკა, 1919 | 26 ნოემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 1097 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/1097]; წვდომის თარიღი: 2019-09-15