1919 წლის 19 ივნისს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორმა ნიკ. მირზიშვილმა სახალხო განათლების მინისტრს მისწერა, ნინო აკოფაშვილმა წარადგინა დოკუმენტი, რომლიდანაც ჩანდა, რომ ის სამი წელი იმყოფებოდა გერმანიაში და იქ დაამთავრა მიუნხენის კონსერვატორია. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ნიკ. მირზიშვილი და საქმისმწარმოებელი კალისტრატე კონსტანტინეს ძე ჭიჭინაძე.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | ნინო ვასილის ასული აკოფოვას (აკოფაშვილის) პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: რუსული, ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 10996 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/10996]; წვდომის თარიღი: 2019-08-19