1919 წლის 2 იანვარს, წმ.ნინოს გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებელი, დავით ანანიაშვილი, ბ-ნ განათლების მინისტრის ამხანაგს თხოვნაში წერს, რომ კომერციული ინსტიტუტის კანონების ძალით, გვერდი 30, მუხლი მე-9-ით და 37 გვერდით, ნება ეძლეოდა ერთი სადიპლომო თხზულება შეედგინა და წარედგინა დეკანისთვის თუ რაღა თქმა უნდა, ორივე განყოფილების საგნებს ჩააბარებდა. ამიტომ, უნდოდა ამ კანონების ძალით დაემთავრებინა ორი განყოფილება ეკონომიური და ბანკის და ერთი სადიპლომო თხზულებით მორჩენილიყო, მისთვის ეკონომიური განყოფილების სადიპლომო თხზულების წარდგენა დააგვიანა.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | დავით ივანეს ძე ანანიაშვილის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 11058 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/11058]; წვდომის თარიღი: 2019-08-23