1919 წლის 2 იანვარს, წმ.ნინოს გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებელი, დავით ანანიაშვილი, ბ-ნ განათლების მინისტრის ამხანაგს თხოვნაში წერს, რომ იმის დასამტკიცებლად, რომ ნამდვილად დაამთავრა ეკონომიური ფაკულტეტი ადგენს მოწმობას N1064 და რომ ბანკის განყოფილების დამთავრების დასამტკიცებლად, ასევე, ადგენს ღია წერილს, კომერციული სასწავლებლისგან გამოგზავნილს, საიდანაც წერენ თუ რომელი საგნები უნდა ჩაებარებინა. მათ მიერ მითითებული ყველა საგანი ჩააბარა, რომლის დასამტკიცებლად ადგენს საბუთებს. მართალია, ეს საბუთები შემთხვევით შერჩა ხელში და უფრო დასამტკიცებელი საბუთები იყო საგნების წიგნში, რომელიც დატოვა კომერციული ინსტიტუტის კანცელარიაში და სთხოვა გამოეგზავნათ ბანკის განყოფილების დამთავრების მოწმობა. ეს იყო 1917 წლის აპრილის დასასრულს, მოსკოვიდან გამოგზავნილი ღია წერილი, რომელშიც აღნიშნულია გამოცდის დრო.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | დავით ივანეს ძე ანანიაშვილის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 11059 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/11059]; წვდომის თარიღი: 2019-08-23