1919 წლის 2 იანვარს, წმ.ნინოს გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებელი, დავით ანანიაშვილი, ბ-ნ განათლების მინისტრის ამხანაგს თხოვნაში აცნობს სადიპლომო თხზულების თემას და როდესაც მოითხოვს მაშინვე წარუდგენს. კითხვაზე პასუხი თუ რატომ არ გააგზავნა სადიპლომო თხზულება კომერციულ ინსტიტუტში არის ის, რომ როგორც ცნობილია, 1917 წლის შემდეგ რუსეთში ანარქია იყო.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | დავით ივანეს ძე ანანიაშვილის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 11060 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/11060]; წვდომის თარიღი: 2019-08-21