ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 11149

ფაქტი 11149

1920 წლის 14 ივლისის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრის ამხანაგის ნოე ცინცაძის N 86 ბრძანების თანახმად, ოზურგეთის ვაჟთა გიმნაზიის მასწავლებელს, მღვდელ სოლომონ ანდღულაძეს საშუალო სკოლის ქართული ენის მასწავლებლის წოდება მიენიჭა და 1920 წლის პირველი ივნისიდან იმავე თანამდებობაზე დამტკიცდა. დედანთან სისწორეს ხელმოწერით ადასტურებს დ. მესხი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 11149; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .