ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 11152

ფაქტი 11152

ჩრდილო კავკასიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა 1919 წლის 2 ოქტომბერს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა შემდეგ ოფიციალურ პირებს: პოლკოვნიკ ჰასკელს (გასკელს) – მოკავშირეთა უზენაეს კომისარს ამიერკავკასიაში, ოლივერ უორდროპს – დიდი ბრიტანეთის უზენაეს კომისარს ამიერკავკასიაში, გაბას – იტალიის სამხედრო მისიის მეთაურს ამიერკავკასიაში, ასევე – საფრანგეთისა და საბერძნეთის სამხედრო მისიათა ხელმძღვანელებს ამიერკავკასიაში.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 11152; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .