ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 11161

ფაქტი 11161

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის – ევგენი გეგეჭკორის – 2 ოქტომბრის ნოტაში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობა შეშფოთებულია იმ სისხლისღვრით, რაც დენიკინის წინააღმდეგ აჯანყებულ დაღესტანსა და ყოფილი მთიელთა რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე ხდება და საერთაშორისო მისიებს სთხოვს ჩაერიონ მღელვარების გამომწვევი მიზეზების დიპლომატიური გზით გადაჭრაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მეზობლად მზარდი ანარქია საქართველოს დამოუკიდებლობასაც უქმნის საფრთხეს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 11161; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .