1919 წლის 5 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ქალაქისთავმა ბენიამინ ჩხიკვიშვილმა მიიღო ბრიტანეთის უმაღლესი წარმომადგენლის ოლივერ უორდროპის წერილი, რომელიც ითხოვდა, რომ გადასახლებულები ბათუმში არ გაეგზავნათ, რადგან იქ პურის ნაკლებობა იყო. ქალაქის საბჭო ამ საკითხის განხილვას დაჰპირდა.

წყარო: საქართველოს რესპუბლიკა, 1919 | 5 დეკემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 1117 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/1117]; წვდომის თარიღი: 2019-11-20