1918 წლის 8 ოქტომბერს, ზესტაფონის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორი, ნ. კვინიკაძე, უმაღლეს და საშუალო სკოლების ბ-ნ მთავარგამგეს წერს, რომ თავის რწმუნებულ გიმნაზიაში მამა კონსტანტინე ანთაძე ითვლებოდა საღვთო სჯულის მასწავლებლად 1917 წლის 1 სექტემბრიდან. პედაგოგიური საბჭოს დადგენილების თანახმად, მ. ანთაძეს ჩაბარებული ჰქონდა ქართული ენის გაკვეთილები პირველ, მე-2 და მე-3 კლასებში 1917-1918 სასწავლო წლის განმავლობაში. ხელს აწერენ: გიმნაზიის დირექტორი ნ. კვინიკაძე და მდივანი ტერ. დუგლაძე.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | კონსტანტინე დავითის ძე ანთაძის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: რუსული, ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი