1918 წლის 8 ოქტომბერს, ზესტაფონის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორი, ნ.კვინიკაძე, უმაღლეს და საშუალო სკოლების ბ-ნ მთავარგამგეს წერს, რომ მამა კ. ანთაძე ითვლება გამოცდილ ქართული ენის მასწავლებლად ამიტომ სთხოვს მ. ანთაძე გამორიცხონ, როგორც ს. სჯულის მასწავლებელი და დანიშნონ ქართული ენის მასწავლებლად დაბალ კლასებში ზესტაფონის ვაჟთა გიმნაზიაში. ხელს აწერენ: გიმნაზიის დირექტორი ნ. კვინიკაძე და მდივანი ტერ. დუგლაძე.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | კონსტანტინე დავითის ძე ანთაძის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: რუსული, ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი