1918 წლის 8 ოქტომბერს, ზესტაფონის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორი, ნ. კვინიკაძე, უმაღლეს და საშუალო სკოლების ბ-ნ მთავარგამგეს წერს, რომ კონსტანტინე ანთაძე 1901 წლის 1 დეკემბრიდან მსახურებდა ლეღვნის სასწავლებლში 1904 წლის 20 მაისამდე. 1904 წლის 20 მაისიდან 1906 წლის 1 სექტემბრამდე ცხრაწყაროს სამრევლო სკოლაში. ხელს აწერენ: გიმნაზიის დირექტორი ნ. კვინიკაძე და მდივანი ტერ. დუგლაძე.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | კონსტანტინე დავითის ძე ანთაძის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: რუსული, ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი