ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 11191

ფაქტი 11191

1920 წლის 4 აგვისტოს სამხედრო სამინისტროს კულტურა-განათლების სექციის წევრები – ტიტე ართმელიძე და ალექსანდრე ჟორჟოლიანი, კოოპ. კავშირის კინემატოგრაფიული განყოფილების გამგე გერმანე გოგიტიძე და მხატვარი კონსტანტინე ქავთარაძე გაემგზავრნენ ბათუმ-აჭარაში მყოფი სამხედრო ნაწილებისთვის ფილმების საჩვენებლად და საუბრების გასამართად. მათთან ერთად ჩავიდა ფრონტის დღის დამხმარე მთავარი კომიტეტის თავმჯდომარე სერგო ჟორჟოლიანი, შემდეგ გაემგზავრნენ აჭარის წყალზე, ქედაში. ღამე გაათენეს წითელჯვრის საავადმყოფოში, სადაც ექიმად იყო ბ. იაშვილი. სექცია 10 აგვისტოს დაბრუნდა თბილისში.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 11191; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .