ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 11227

ფაქტი 11227

1918 წლის 29 ნოემბერს, მღვდლის, კონსტანტინე ანთაძის, ფორმულარული სიის ასლში წერია, რომ კონსტანტინე ანთაძე იმერეთის ეპისკოპოს გიორგისაგან დანიშნული იყო შორაპნის მაზრის საეკლესიო სამრევლო სკოლების გამომცდელი კომისიის თავმჯდომარედ. ასლის ნამდვილობას 1918 წლის 29 ნოემბერს ხელმოწერით და საეკლესიო საბჭოს ბეჭდის დასმით ადასტურებს არგვეთის საოლქო საეკლესიო საბჭოს თავმჯდომარე, მღვდელი, ისიდორე ქოჩიაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 11227; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .