განათლების სამინისტროსთან დაარსებულ სამთა კომისიის 1918 წლის 2 აგვისტოს სხდომა მიეძღვნა ქართული უნივერსიტეტის სახელმწიფო უნივერსიტეტად გადაკეთებას. სხდომის თავმჯდომარე იყო განათლების მინისტრი გიორგი ლასხიშვილი, დაესწრნენ: მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მდივანი, პროფ. პეტრე მელიქიშვილი, სახელმწ. კონტროლიორი ფილიპე გოგიჩაიშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე კონსტანტინე კანდელაკი, საგანგ. საქმეთა მოხელე შინაგან საქმეთა მინისტრთან დიმიტრი ხოშტარია, თბილისის ქალაქისთავი ნიკოლოზ ელიავა – საგანგებო ბარათით მიწვეული, სხდომას არ დაესწრო.

წყარო: მთავრობის და განათლების სამინისტროს სხდომების ოქმები თბილისის ქართული უნივერსიტეტის სახელწმიფო უნივერსიტეტად გადაკეთების, სახალხო სკოლების რეორგანიზაციის შესახებ | 1918-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 11261 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/11261]; წვდომის თარიღი: 2019-09-21