1918 წლის 10 აგვისტოს განათლების სამინისტროს საბჭოს სხდომას დაესწრნენ: განათლების მინისტრი გიორგი ლასხიშვილი (თავმჯდომარე), მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მდივანი, მთავარგამგეები: დიმიტრი უზნაძე, მიხეილ თაქთაქიშვილი, გიორგი ჭუმბურიძე, სამინისტროს კანცელარიის დირექტორი ვუკოლ ბერიძე და თბილისის პირველი გიმნაზიის დირექტორი იაკობ ღულაძე.

წყარო: მთავრობის და განათლების სამინისტროს სხდომების ოქმები თბილისის ქართული უნივერსიტეტის სახელწმიფო უნივერსიტეტად გადაკეთების, სახალხო სკოლების რეორგანიზაციის შესახებ | 1918-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 11262 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/11262]; წვდომის თარიღი: 2019-09-15