მიხეილ გიორგაძე თბილისის ვაჟთა III გიმნაზიის დირექტორს სწერდა, რომ როგორც ქართული ენის მასწავლებელი ყველაზე მეტად განიცდიდა ცხოვრების სიმძმეს, სიტლანქესა და ყოველგვარ უფერულობას, რადგან მხოლოდ ქართული ენის მასწავლებელი იყო მოკლებული ყველა იმ პრივილეგიებსა და უპირატესობებს, რომლებითაც სარგებლობდნენ დანარჩენი მასწავლებლები. ამ ყველაფერს კი ემატებოდა დაცინვა, აბუჩად აგდება, არაფრად ჩაგდება, რომლითაც უმასპინძლდებოდნენ ქართული ენის მასწავლებელს მთავრობა მთელი თავისი შემადგენლობით, მოწაფეთა მშობლების უმრავლესობა და თვით მოწაფეთა მცირე ნაწილიც. ძალზედ ძნელი იყო ქართული ენის მასწავლებლისთვის ამ აუტანელ პირობებსა და სულიერი ტანჯვის პირობებში მუშაობა.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | მიხეილ გიორგაძის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: რუსული, ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 11272 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/11272]; წვდომის თარიღი: 2019-06-20