1918 წლის 16 აგვისტოს ჩხოროწყუს უმაღლესი დაწყებითი ოთხკლასიანი სასწავლებლის გამგე ვლადიმერ მიხეილის ძე სოსელია მიმართავს განათლების სამინისტროს პროფესიონალურ სასწავლებელთა განყოფილების გამგეს, რომ აუცილებელი გარემოებებით მას უწევს გადმოსვლა თბილისში და სთხოვს დაეხმაროს იქ შესაბამისი სამსახურის შოვნაში.

წყარო: განცხადებები მასწავლებლად დანიშვნის შესახებ | 1918-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 11473 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/11473]; წვდომის თარიღი: 2019-06-20