ქართველი საბჭოთა მხატვრების კავშირის გამგეობის დადგენილებით კავშირთან ჩამოყალიბდა ქართული მხატვრობის ისტორიის შემსწავლელი სექცია. წევრებად დამტკიცებულია: გ. ბუხნიკაშვილი (თავმჯდომარე), ი. ნიკოლაძე, დ. კაკაბაძე, შ. ამირანაშვილი და ლ. ქიქოძე (პ. მგ. მდივანი). სექციის მიზანია დააგროვოს ფაქტობრივი მასალები მხატვართა ცხოვრებიდან.

წყარო: კომუნისტი 1935 | 12 მაისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის არქივი