1918 წელს კიევის უმაღლესი ქალთა კურსების მსმენელმა ეკატერინე ალექსანდრეს ასულმა დიდებულიძემ, ქუთაისის ქალთა გიმნაზიის კურსდამთავრებულმა ნინო ონისიმეს ასულმა სვანიძემ, გიმნაზიის კურსდმთავრებულმა ელისაბედ ვასილის ასულმა ფავლენიშვილმა, განჯის გიმნაზიის პედაგოგებმა ალექსანდრე ფირცხელეიშვილმა (ისტორია და ლათინური ენა) და იაკობ გრიგოლის ძე მურადოვმა, თბილისის წმინდა ნინოს სახელობის სასწავლებლის კურსდამთავრებულმა თამარ მიხეილის ასულმა სარაჯიშვილმა, ბუნებისმეტყველების მეცნიერებათა კანდიდატმა ემილია ავგუსტის ასულმა ფოლდიაკმა, მთარგმნელმა თამარ იროდიონის ასულმა ოქროპირიძემ, ფოსტა-ტელეგრაფის თანამშრომელმა ოლღა ჩარკვიანმა და არისტო ჭუმბაძემ განათლების სამინისტროს შესაფერის თანამდებობაზე დანიშვნის თხოვნით მიმართეს.

წყარო: მიმოწერა ღარიბ მოწაფეთა მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ, განათლების სამინისტროს სასწავლებლების და გიმნაზიის მასწავლებელთა სიები | 1918-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 11619 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/11619]; წვდომის თარიღი: 2019-08-24