ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 11798

ფაქტი 11798

1900 წლის 4 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიურ კრებაზე არტემ მიხეილის ძე ახნაზაროვმა განაცხადა, რომ საზოგადოებიდან უნდა გარიცხულიყვნენ ის წევრები, რომელთაც საწევრო გადასახადი არ შეჰქონდათ. კრების თავმჯდომარემ ნიკოლოზ ცხვედაძემ უპასუხა, რომ ამის გამო წევრებს არ გარიცხავდნენ, რადგან შეიძლება მათ გადასახადი არ შეეტანათ, მაგრამ საზოგადოებას სხვაგვარად დახმარებოდნენ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 11798; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .