1918 წლის 8 სექტემბერს სახალხო გვარდიის მთავარმა შტაბმა ორთაჭალაში (ხარფუხის რაიონი) ახალი მუშათა კლუბი გახსნა. გახსნაზე სიტყვით გამოვიდნენ ნიკოლოზ ჩხეიძე, ალექსანდრე ლომთათიძე და სხვადასხვა დემოკრატიული დაწესებულებისა და ორგანიზაციის წარმომადგენლები. კლუბის გამგეობა მხატვრულ-ლიტერატურულ, დრამატულ და მუსიკალურ სექციებად იყო დაყოფილი.

წყარო: ერთობა, 1918 | 14 სექტემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 1190 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/1190]; წვდომის თარიღი: 2019-09-21