1897 წლის 9 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეოთხე სხდომა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა წინარეხის სკოლის პედაგოგმა ეკატერინე რუსიეშვილმა, რომ დაითხოვონ სამსახურიდან ავადმყოფობის გამო ერთი თვის ვადით და ასევე მისცენ შემწეობა წამლებისათვის. ნ. ცხვედაძემ გამგეობის სახელით პედაგოგ რუსიეშვილს თხოვნა დაუკმაყოფილა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 11907 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/11907]; წვდომის თარიღი: 2019-10-22