1897 წლის 9 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეოთხე სხდომა. სხდომაზე წაიკითხეს ნიკოლოზ ჩუბინაშვილის წერილი, რომლითაც გამგეობას შეატყობინა, რომ თანახმაა დაბეჭდონ მამამისის დავით ჩუბინოვის ლექსიკონის 2000 ეგზემპლარი, ხოლო თავის სასარგებლოდ მხოლოდ 50 ეგზემპლარის გადაცემა მოითხოვა. საკითხზე მსჯელობა გამგეობამ მომდევნო სხდომისთვის გადადო და იაკობ გოგებაშვილს დაავალა მოეხსენებინა საზოგადოებისთვის, თუ რა თანხა დასჭირდებოდა ლექსიკონის დაბეჭდვას.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 11908 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/11908]; წვდომის თარიღი: 2019-10-17