1897 წლის 9 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეოთხე სხდომა. სხდომაზე გამგეობას სიტყვით მიმართა მდივანმა კარიჭაშვილმა, რომ მადლობა უნდა გამოეცხადებინათ კავკავის სკოლის პედაგოგ ლუარსაბ ბოცვაძესთვის, რომელიც დაესწრო თბილისში გამართულ მასწავლებელთა საერთო კრებას, სადაც მან ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გააცნო მასწავლებლებს და მონაწილეობა მიიღო პედაგოგიური საკითხების გადაწყვეტაში. გამგეობამ ლუარსაბ ბოცვაძეს მადლობა გამოუცხადა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 11909 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/11909]; წვდომის თარიღი: 2019-06-20