ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეხუთე სხდომაზე განიხილეს სენაკის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ ივლიანე გოგოლაშვილის მოხსენება, რომ 1897 წლის 8 სექტემბერს როცა სენაკის სკოლის ყოფილი მასწავლებელი ისიდორე რამიშვილი თავის ნივთებს ალაგებდა ურემში სკოლის მოსწავლეებიც დაეხმარნენ მას, რაზედაც უკმაყოფილება გამოუთქვამთ დეკანოზ ქავთარაძეს და მის ძმას. ივლიანე გოგოლაშვილმა სთხოვა გამგეობას, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საჭირო ზომების მიღება, თუმცა გამგეობამ საჭიროდ არ ჩათვალა გოგოლაშვილის მოხსენების განხილვა, მხოლოდ სენაკის სკოლის ინსპექტორ სამსონ ყიფიანს მოუწოდა, რომ გარეშე პირებისათვის სკოლის საქმეებში ჩარევის ნება არ დაერთო.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 11919 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/11919]; წვდომის თარიღი: 2019-10-21