ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 11926

ფაქტი 11926

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეექვსე სხდომას ესწრებოდნენ დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ივანე რატიშვილი, ეკატერინე გაბაშვილისა, იაკობ გოგებაშვილი და ექვთიმე თაყაიშვილი. სხდომაზე წარმოადგინეს 1897 წლის 1-ელ ივნისს ჩატარებული საერთო კრების გადაწყვეტილება, რომ საზოგადოების მდივნისა და მისი თანაშემწისთვის მოემატებინათ ანაზღაურება, თუმცა გამგეობამ ამ საკითხის განხილვა მომდევნო სხდომისთვის გადადო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 11926; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .