1894 წლის 6 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ განმარტა ქართული სამინისტრო სკოლის პროგრამა, აღნიშნა, რომ პირველ განყოფილებაში ყველაფერი ისწავლებოდა ქართულად, რუსული ენის სწავლას იწყებდნენ მეორე ნახევარში, II განყოფილებაში ქართული ენა და ლიტერატურა და საღვთო სჯული ისწავლებოდა ქართულად, ხოლო არითმეტიკა – ქართულად და რუსულად, III განყოფილებაში კი რუსული ენის სწავლებას მეტად ექცეოდა ყურადღება.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგანგებო კრება | 1894-1894
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 11957 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/11957]; წვდომის თარიღი: 2019-11-13