1920 წლის 26 მაისს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ჯგუფის სამეცნიერო, ლიტერატურული და პოლიტიკური ჟურნალი „მომავალი“ გამოვიდა. პირველ ნომერში ამიერ-კავკასიის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტის ლეონ მელიქსეთ-ბეგის მიერ შედგენილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ივ. ჯავახიშვილის ბიოგრაფიული ცნობები და სამეცნიერო მოღვაწეობა დაიბეჭდა. ტექსტს ივანე ჯავახიშვილის ფოტო და ნაშრომთა სია (1897-1920) ჰქონდა დართული.

წყარო: სახალხო საქმე, 1920 | 26 მაისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 1196 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/1196]; წვდომის თარიღი: 2019-06-16