1899 წლის 8 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გახსნეს ლევან ფურცელაძის მიერ წარმოდგენილი ყულაბა (N83), რომელშიც აღმოჩნდა 5 მან. 32 კაპ. ოქმს ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე და წევრები: გიორგი იოსელიანი, ალექსანდრე ჭყონია, ივანე ზურაბიშვილი, ივანე რატიშვილი. დავით კარიჭაშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და წევრთა საერთო კრებების სხდომების ოქმები | 1899-1899
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 11967 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/11967]; წვდომის თარიღი: 2019-10-16