ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 11993

ფაქტი 11993

1897 წლის 28 ოქტომბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეათე სხდომაზე წინარეხის სკოლის პედაგოგმა, ეკატერინე რუსიეშვილმა გამგეობას სთხოვა, სკოლისთვის გაეგზავნათ სასკოლო ნივთები და წიგნები, მათ შორის არჩილ ჯაჯანაშვილის არითმეტიკული კრებული, გიორგი იოსელიანის „საღვთო სჯული“ და სხვ. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 11993; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .