1897 წლის 28 ოქტომბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეათე სხდომა. სხდომაზე წაიკითხეს გომარეთის სკოლის პედაგოგის თომა კევლიშვილის მოხსენება, სკოლაში სასწავლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით და ასევე გაეცნენ პედაგოგის თხოვნას, რომ სკოლისთვის გაეგზავნათ სხვადასხვა საკანცელარიო და სასწავლო ნივთები, რომელთა ღირებულება 64 მანეთს შეადგენდა. საკითხის განხილვის შემდეგ გამგეობამ გარკვეული თანხა გადადო გომარეთის სკოლისთვის.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 11995 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/11995]; წვდომის თარიღი: 2019-10-18