1897 წლის 28 ოქტომბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეათე სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთა მდივანმა, რომ კავკავის სკოლის პედაგოგ ლუარსაბ ბოცვაძეს სკოლისთვის 18 მანეთის წიგნები ესაჭიროებოდა. თუმცა მან გამგეობას ერთი თუმანი გამოუგზავნა წიგნების საფასურად და სთხოვა, რომ თუ შესაძლებელი იქნებოდა, აღნიშნულ თანხად დაეთმოთ სკოლისთვის საჭირო წიგნები, რაზედაც გამგეობამ თანხმობა განაცხადა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 11996 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/11996]; წვდომის თარიღი: 2019-09-18