1899 წლის 12 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძის მოხსენება, რომ ფოტოსახელოსნოსთვის ბინა დაექირავებინათ ერევნის მოედანზე, ხარაზოვის სახლში, რომელსაც სახლის პატრონი სპეციალურად ააშენებდა ფოტოგრაფიისათვის, იმ ადგილას, სადაც ადრე ალექსანდრე როინაშვილის ფოტოსახელოსნო იყო. საკითხის განხილვა შემდეგი სხდომისთვის გადაიდო. ოქმს ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და წევრთა საერთო კრებების სხდომების ოქმები | 1899-1899
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 12066 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/12066]; წვდომის თარიღი: 2019-10-22