1894 წლის 9 იანვარს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე სკოლების გახსნასთან დაკავშირებული დამაბრკოლებელი მიზეზების განსახილველად სარევიზიო კომისიის წევრებად აირჩიეს: აკაკი როსტომის ძე წერეთელი, გაბრიელ საყვარელიძე, ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე და ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგანგებო კრება | 1894-1894
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 12073 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/12073]; წვდომის თარიღი: 2019-08-24