1918 წლის 15 სექტემბრის გაზეთ ”საქართველოს რესპუბლიკის” ცნობით, ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში მომხდარი განხეთქილების გამო პარტიის საპარლამენტო ფრაქციის 6 წევრმა (ფრაქციის მემარჯვენე ფრთა) ეროვნული საბჭოს პრეზიდიუმს დამოუკიდებელი ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციის დაარსების შესახებ განუცხადა. დაარსდა დამოუკიდებელი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის გაზეთი „კლდე“, გრიგოლ ვეშაპელის რედაქტორობით.

წყარო: საქართველოს რესპუბლიკა, 1918 | 15 სექტემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 1208 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/1208]; წვდომის თარიღი: 2019-09-15