1880 წლის 9 თებერვალს გორის სამასწავლებლო სემინარიის დირექტორ დ. სემინოვის რეკომენდაციისა და ნიკო ცხვედაძის მოხსენების საფუძველზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სტიპენდიატებად მიიღეს: ო. კვიჟინაძე, ე. ოდიშელიძე, დ. კერესელიძე, დომენტი ფირცხალავა, ბესარიონ ჭილაძე. მათთან გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მათ სემინარიის დასრულების შემდეგ 6 წელი საზოგადოების სკოლებში უნდა ემუშავათ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიში | 1880-1880
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 12092 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/12092]; წვდომის თარიღი: 2019-11-21