1894 წლის 12 მარტს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კომისიის სხდომაზე ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძემ, ნიკოლოზ ზებედეს ზე ცხვედაძემ და ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძემ აღნიშნეს, რომ საზოგადოების უფლების დასაცავად საჩივრის დაწერა იმ დროს არ იყო გამართლებული, უმჯობესი იყო დროებით ისეთი ტიპის სკოლების გახსნა, როგორის ნებასაც აძლევდა სახალხო მზრუნველი, იმ პირობით, თუ მასწავლებლების არჩევის უფლება საზოგადოებას ექნებოდა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგანგებო კრება | 1894-1894
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 12110 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/12110]; წვდომის თარიღი: 2019-08-22