1880 წელს დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანის მიერ შედგენილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა წარმოების წესებში აღნიშნულია, რომ საერთო ყრილობის სხდომაზე საკითხის განხილვისას გამოთქმული აზრები თავმჯდომარემ მოკლედ უნდა გაიმეოროს და საკითხის გადაწყვეტა მოითხოვოს. გადაწყვეტილება დაფარულად ან ცხადად უნდა მიიღონ. ფარულში იგულისხმება კენჭისყრა, ხოლო ცხადში – გადაწყვეტილების გამოხატვა ადგომით ან ხელის აწევით.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგანგებო კრება | 1894-1894
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 12140 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/12140]; წვდომის თარიღი: 2019-06-26