1897 წლის 4 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთერთმეტე სხდომა. სხდომაზე გრიგოლ ყიფშიძეს გადასცეს 16 მან., დიასამიძეს – 25 მან., ანასტასია წერეთელს – 6 მან. ასევე გაიცა თანხა სხვადასხვა წვრილმანი ხარჯებისათვის, მაგ.: მ. შურღაიასთან წიგნების გასაგზავნი – 26 კ., არ. კალანდაძესთან – 26 კ., ილია იმერლიშვილთან – 47 კ., ვასილ ბეჟანეიშვილთან – 2 მან., კონსტანტინე თავართქილაძესთან – 1 მან. და ალ. არაბიძესთან – 62 კაპ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 12156 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/12156]; წვდომის თარიღი: 2019-10-20